დანიშნულ ყაველაშვილს არც კონსტიტუციურობა, არც ხალხის ნდობა და არც საერთაშორისო აღიარება აქვს” – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
ეკა ბესელიას თქმით, ქვეყნის მოქმედ უმაღლეს მთავარსარდალს სრული ლეგიტიმაცია გააჩნია, ამიტომ იქამდე, სანამ ქვეყანა კონსტიტუციურ ფარგლებში არ დაბრუნდება, სალომე ზურაბიშვილი თავის საქმიანობას გააგრძელებს.
”ყველაფერი ცხადია. დანიშნულ ყაველაშვილს კონსტიტუციურობა არ ექნება. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციურობაც აქვს, ხალხის ნდობაც და საერთაშორისო აღიარება, ყაველაშვილს კი არცერთი. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ორბელიანების სასახლეში მივა, თუ რუსთაველზე იდგება, მას ორმაგი ნდობა და ხალხის სიყვარული, საერთაშორისო აღიარება აქვს. ევროკავშირის ლიდერებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ყაველაშვილს არ დაელაპარაკებიან. ეს არის ის მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც გააგრძელებს საკონსტიტუციო სტატუსს იქამდე, ვიდრე კონსტიტუციურ ფარგლებში ქვეყანა არ დაბრუნდება”, – ამბობს ეკა ბესელია.