კარტოგრაფების საქმის მთავარ მოწმეს, დავით ხიდაშელს რიყის დოქების შემდეგ, ახლა ავლაბრის რეზიდენციის შესყიდვა უნდა

ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე დავით ხიდაშელი, რომელმაც რიყის დოქები შეიძინა, ახლა ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის შესყიდვას აპირებს. ავლაბრის რეზიდენცია ახლა ცერემონიების სასახლის ფუნქციას ასრულებს.

ქართულ ოცნებასთან”  დაახლოებული ოლიგარქი იქ სასტუმროს ქსელის, კონკრეტულად კი ფორ სიზონის განთავსებას გეგმავს. ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურა.

ხიდაშელი მთავარი ფიგურანტია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დავით ხიდაშელი რიყის დოქების შემსყიდველი კომპანიის დირექტორატშია.

კარტოგრაფების საქმის გარდა ხიდაშელი ის ბიზნესმენია, რომელსაც რუსეთთან ახლო კავშირები აქვს. სისტემა – ასე ჰქვია კრემლის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად რუსულ უმსხვილეს ჯგუფს, სადაც ქართველი ბიზნესმენი წლები მუშაობდა. დავით ხიდაშელი ოლეგ მუბარაშკინის ახლო გარემოცვის წევრია, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცერია.

სწორედ მუბარაშკინი ეხმარებოდა ხიდაშელს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების მოპოვებაში. გარდა ამისა ხიდაშელი მუშაობდა ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ის რუსული საინვესტიციო კომპანია სისტემას მსხვილი აქციონერი და პუტინის კარზე დაახლოებული ბიზნესმენია.

წყარო: ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share