რატომ არ გამოუყვეს ქართველ სამხედროებს ადგილი მუხათგვერდის სასაფლაოზე – ხელისუფლება დუმს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების პატივის მისაგებად ხელისუფლებიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არჩილ თალაკვაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი და ირაკლი ზარქუა მივიდნენ.

აქ არ ვარ კომენტარის გასაკეთებლად მოსული, სამძიმარზე ვარ. დღეს ყველაფერს ვუპასუხეთ, პატივი ეცით ადამიანებს – განუცხადა მედიას არჩილ თალაკვაძემ.

,,ქართული ოცნების” წევრებმა ასევე უპასუხოდ დატოვეს მედიის კითხვა, რატომ არ გამოუყვეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ადგილი.

უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს, გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს, ხვალ დაკრძალავენ.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share