17 წლის მოზარდმა, იულია კარპენკომ რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან გაქცევა შეძლო.
ქალაქში არსებულ მძიმე ვითარებაზე მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“2 მარტს ყველაფერი გაითიშა. გაზი რამდენიმე დღის შემდეგ ჩაჭრეს. თბილი ტანსაცმლით გვეძინა, ყველა თბილის გადასაფარებელი ზედ გვეფარა მაგრამ მაინც ვიყინებოდით. ვერ ვნახულობდი ჩემს მეგობრებს, ვერ ველაპარაკებოდი მათ. მხოლოდ ჩემს ოჯახს ვეკონტაქტებოდი. ეს არის უმწეობის განცდა და ის გრძნობაა, რომ არ იცი, როდის მთავრდება, როცა არაფერი გაქვს გარდა დაბომბვის ხმისა”, – თქვა იულია კარპენკომ.