ექსკლუზივი: გიორგი გახარიას პარტიიდან ოზურგეთის მერობის კანდიდატი, გია ცეცხლაძე იქნება

შემოდგომისათვის დანიშნულ, ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნებში, გიორგი გახარიას პარტიიდან “საქართველოსთვის”, ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბიზნესმენი, გია ცეცხლაძე იქნება.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოვებულმა კონფიცენციალურმა წყარომ აცნობა.
გია ცეცხლაძე წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო და 2012 წლიდან, ყველა დონის არჩევნებში ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
ის ასევე იყო, მმართველი პარტიის ერთ-ერთი გამოკვეთილი სახე და ლიდერი გურიაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share