“ბახმაროს ირგვლივ ატეხილი პანიკა ამ ეტაპზე უსაფუძვლოა” _ კუჭავა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ის პანიკა, რაც 2 დღის განმავლობაში კურორტ ბახმაროს ირგვლივ ატყდა უსაფუძვლოა: _ “ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ატეხილი პანიკა უსაფუძვლოა. დღეის მდგომარეობით, 2 დღის წინ, 4 ადამიანს, უფრო რომ დავკონკრეტდეთ 2 წყვილს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ეს ადამიანები ახლა იზოლირებული არიან და როგორც გითხარით, კურორტზე, ამ ეტაპზე პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს, ბახმაროში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა; _ ამ დროისთვის სხვა ახალი შემთხვევა გამოვლენილი არ არის, _ დაგვიზუსტა ჩოხატაურის მერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share