შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა 5 საგნის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა 5 საგნის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. კერძოდ, ცნობილია ტესტირების შედეგები ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

„საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე“,- ნათქვამია .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share