კამანელების გმირობა არასდროს არ ჩაკვდება!კამანელების გმირობა გვირგვინია ყველა გმირობის თუ კი რამ გმირობა ჩადენილა საქართველოს ისტორიაში! – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსისი” ყოფილი წევრი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში , წერს, რითაც ეხმაურება კონკრეტულ პოსტს აფხაზეთის ომსა და სოფელ კამანთან დაკავშირებით
რადგან ჩემი ფსევდონიმი ზოგისთვის საეჭვოა და ზოგს უბრალოდ აინტერესებს ჩემი ვინაობა, ვწერ ჩემს ვრცელ ბიოგრაფიას.
მე ᲔᲛᲖᲐᲠ ᲕᲚᲐᲓᲘᲛᲔᲠᲘᲡ ᲫᲔ ᲙᲐᲮᲘᲐᲜᲘ, დავიბადე 1968 წელს, დალის ხეობაში, სოფელი გენწვიში-ხუტია. (ზუსტად არ ვიცი რომელს ეკუთვნის ეს ადგილი).
სურათზე ჩვენი ყოფილი სახლია. ჩვენს შემდეგ ამ სახლში ნუგზარ არღვლიანის ოჯახი ცხოვრობდა.
დავიბადე სწორედ ამ სახლში და არა სამშობიაროში, რადგან აჟარის საავადმყოფოში მყოფი, მშობიარე დედაჩემი გარკვეული “ბულინგის” ჩაგვრის მსხვერპლი გახდა. (ამ მიზეზს უფრო დაბლა გაიგებთ).
იმ ღამეს, როცა მე დავიბადე, ჩემს სახლში სტუმრად ალექსანდრე პაკელიანი და ემზარ კვიციანი მოსულან. ეს ემზარი (ბაბაჯო) არა, ეს პატარა იყო მაშინ. დიდი ემზარი. სწორედ მის საპატივცემულად დამარქვეს ეს სახელიც.
მე კვიციანების მეორე ბადიში ვარ.
ჩვენი გვარის მხოლოდ ეს ერთი ოჯახი ცხოვრობდა დალის ხეობაში.
ჩვენი ძირი მულახშია, ჟაბეში.
ბაბუა ახალგაზრდობაში წამოვიდა მულახიდან, დედისერთამ მისი კარმიდამო ბიძაშვილებს დაუტოვა, ლენჯერელ გოგოზე დაქორწინდა და დალის ხეობაში დასახლდა.
ეყოლათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი: ვლადიმერი (ვალოდია), ირაკლი, ავთანდილი და ნაზია.
ნაზი გუგუსიანებში გათხოვდა, მეუღლე გაბრიელ გუგუსიანი, ჩვენს მაღლა ცხოვრობდნენ. მათი შვილები, ანუ ჩემი მამიდაშვილები ელგუჯა, გიგლა, თინა, იზოლდა, ლენა, ქეთინო (გალინა).
დედა-შუშანა პაკელიანი, ბიძინა და ალექსანდრე პაკელიანების და.
დეიდაჩემი ასევე ხუტიაში, არღვლიანების რძალი -ჰადუ პაკელიანი. ვალიკო არღვლიანის მეუღლე.
ბიძინა და ალექსანდრე პაკელიანების აბრაგობის ისტორია ძველ თაობებს ეხსომებათ მხოლოდ.
იყო ორ თემს შორის გარკვეული შუღლი და მტრობა, რაც სამწუხაროდ ხშირად გვახასიათებდა სვანებს.
ეს მტრობა და მკვლელობები ათეულობით წლებს ითვლის, დახლოებით ჩემს დაბადებამდე 20 წელს და მას შემდეგაც ამდენს.
სწორედ ეს იყო მიზეზი ჩვენი ოჯახის კოდორიდან წასვლის და დავფუძნდით სოფელ კამანში. ეს მოხდა 1970 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიძების სიკვდილის (მკვლელობის) შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, ეს ორი თემი მაინც არ იყვნენ შერიგებულნი.
ერთ დღესაც დაისვა საკითხი ამათი შერიგების, მოპასუხე მხარეს მამაჩემი იყო, რომელმაც პირობები დააყენა. ჩვენ უნდა მიგვეღო მიცვალებულთა ნეშთი. ან საფლავის ადგილი მაინც ყოფილიყო ცნობილი.
პირობა დაიდო, თუმცა ვერ შესრულდა, ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო.
წლები მიდის, ცხოვრება გრძელდება, თაობები ვიზრდებით და მეთანხმებით ალბათ, რომ ამ ორ თემს, ორ გვარს შორის თაობები მტრობას და შუღლს ვერ გავაგრძელებთ.
მხარეების შთამომავლებში, ახლომეგობრებიც და ძმაკაცებიც შეიძლება გავმხდარვიყავით ყოველგვარი წინაპრების შეცდომების ძიების გარეშე.
ვართ კიდეც. ბევრი საყვარელი მეგობარი შევიძინე იმ თემიდან და ბევრი პატივცემაც მახსოვს. ბევრი დავნათესავდით კიდეც, თუმცა გარკვეული ნათესაობა ისედაც გვაკავშირებდა.
***
რაც შეეხება ჩემს ფსევდონიმს კამანელს, ვფიქრობ კოდორელებისთვის არ არის უცხო ეს სახელი და ეს სოფელი.
კამანში ძირითადად სვანები ვცხოვრობდით და ამ დასახლების გარკვეული მოსახლე, სწორედ რომ კოდორიდან გადასულები ვართ. ასევე ნათესაობა გვაკავშირებს ყველას ერთმანეთთან.
kamaneli-თ დარეგისტრირებული ვარ ამ ქსელში და არანაირად არ მაქვს სურვილი ეს ფსევდონიმი გავაუქმო.
შეიძლება სხვა კუთხის შვილს გაუჩნდეს კითხვა, რატო კამანელი და რა არის კამანი, მაგრამ კოდორელს არ უნდა ებადებოდეს მსგავსი კითხვები.
კამანელების გმირობა მთელს საქართველოშია მოდებული და კოდორელებს ეს ინფორმაცია არ აცდებოდათ, მითუმეტეს ვიცი, რომ კოდორის მებრძოლებმა იქ დაღუპული ბიჭების სახელით დაიფიცნენ.
გასაგებია, უმცროსმა თაობამ არ იცის, თუმცა ინფორმაციის მიღება დღეს ყველაზე მარტივია.
ვინმე შინდისელის ფსევდონიმით რო ნახო, მას არავინ შეეკითხება რატო შინდისელი და რას ნიშნავსო.
მიზეზი ის არის, რომ შინდისის გმირობა უფრო ადვილად გაპიარდა დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით, კამანელების გმირობა კი ჩაკვდა.
ამიტომაც ამ სახელს ვატარებ. დაე დაინტერესდნენ და მოიძიონ, რა არის კამანი და რა მოხდა 30 წლის წინ.
იმ შინდისელებშიც სვანის გმირობა გამოიკვეთა და მე ვუფრთხილდები ამ სვანობას და სახელს.
მე ამ ბრძოლაში მამა, ბიძა და ძმა დამეღუპა. ჩემ ძმას ბევრი კოდორელი ძმაკაცი ჰყავდა და უფრო ხშირად სტუმრობდა მანდ, მე კი მხოლოდ დევნილობაში გეწვიეთ.
მე მიყვარს კოდორი და კოდორელები, მე იქ საუკეთესო 2 წელი გავატარა ამ სითბოში და სიყვარულში. მიწის ყიდვასაც ვაპირებდი და ვეძებდი გენწვიშში.
სოხუმის დატოვება მართლა ისე მომიხდა, ვერც ვერაფერი გავიაზრე. კოდორის დატოვებამ ძალიან იმოქმედა ჩემზეც…
მიყვარხართ, გეფერებით.
https://ipress.ge