დედაქალაქის მერმა რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ წუთებში ათასობით ადამიანია შეკრებილი, საახალწლო განათებები გათიშა. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ კალაძემ მათზე შურისძიება სცადა.
შეგახსენებთ, რომ უკვე 27 დღეა ქვეყანაში პროტესტი არ წყდება. ყპველდღიურად თბილისში ათობით მარში იმართება, მოქალაქეების საბოლოო შეკრების ადგილი კი რუსთაველის გამზირია. ისინი ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.