ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს ლიდერთა სამიტს არ დაესწრება – მიზეზად მან კორონავირუსი დაასახელა

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული სამიტი სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება, მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მასპინძლობს.

როგორც ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა, მას 23 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის იზოლაციაში გადავიდა.

“23 დეკემბერს დამიდგინდა კორონავირუსი. 23-24 დეკემბერს გადავედი იზოლაციაში და მუშაობას სახლიდან ვაგრძელებდი. უკვე 25 დეკემბერს ჩემი დიაგნოზი იყო უარყოფითი და მუშაობის ჩვეულ განრიგს დავუბრუნდი, თუმცა კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას არ მივიღებდი. დღის ბოლომდე მივიღებ გადაწყვეტილებას მივიღებ თუ არა მონაწილეობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომაში, რომელიც ხვალ გაიმართება”, – წერს ფაშინიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share