გურიაში, კურორტ გომისმთის ასასვლელთან დაგეგმილი აქცია, სადაც მოსახლეობას სამშენებლო მასალების ატანის აკრძალვა უნდა გაეპროტესტებინა გაუქმდა. ამის მიზეზი ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაქშარავას გარდაცვალებაა:
_ ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში. გარდაიცვალა ოპერატორი, რომელიც მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად სცემეს. ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს დაგეგმილი აქცია გავაუქმოთ, _ აღნიშნა აქციის ერთ_ერთმა ორგანიზატორმა თამაზ ბაკურაძემ.
აქციის მონაწილეებმა ლექსო ლაქშარავას ოჯახს და ტვ პირველს სამძიმარი გამოუცხადეს:
_ ვიზიარებთ ამ დიდ მწუხარებას. ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხებია გასაცემი. დღეს ბათუმში სოლიდარობის აქცია იმართება და იქიდანაც ვიტყვით ჩვენს სათქმელს და ნურავის ეგონება რომ ცოტანი ვიქნებით, _ აღნიშნა ბაკურიძემ.