კანალიზაციურ სითხეში ჩაფლული მთავრობა, ლეგიტიმური არ არის, ის არ აგვირჩევია ჩვენ – ანიტა რაჭველიშვილი

კანალიზაციურ სითხეში ჩაფლული მთავრობა, რომელიც ლეგიტიმური არ არის, ის არ აგვირჩევია ჩვენ და არ აქვთ უფლება პარლამენტში ისხდნენ, – ამის შესახებ ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, ის საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის ბრძოლა ახალი თაობისთვის.

“ამ თაობის სიცოცხლე დღეს სასწორზე დგას“, – თქვა რაჭველიშვილმა.

”ჩვენ ვიბრძვით ახალი თაობის მომავლისთვის. ეს კორუფციული, კანალიზაციურ სითხეში ჩაფლული მთავრობა, რომელიც ლეგიტიმური არ არის, ის არ აგვირჩევია ჩვენ და არ აქვთ უფლება პარლამენტში ისხდნენ. კობახიძეს ქართველი ხალხის სახელით საუბრის უფლება არ აქვს. ის მუდმივად საუბრობს ქართველი ხალხის და არა საქართველოს მთავრობის სახელით. ქართველი ხალხი მასთან არაფერ შუაშია, ჩვენ ის ვართ ვინც იქ ვდგავართ. დიდი სიძულვილი მოდის, გვეუბნებიან, კარგით ხალხო, მშვიდობა არ გინდათ? და როდის იყო მშვიდობა?! ჩვენ სულ ვიბრძვით იმისთვის, რომ ვარსებობდეთ, როგორც ერი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ თაობის სიცოცხლე დღეს სასწორზე დგას“, – განაცხადა რაჭველიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share