ისტორიულად, ის რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება, არის ფიზიკის კანონი, ვერ გეტყვით როდის და რა ფასს გადავიხდით, რადგან განუსაზღვრელ პრესონაჟებთან გვაქვს საქმე, – ამის შესაქხებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა განაცხადა.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი მზაობა, როგორიც დღეს არის საქართველოში, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა.
ყოფლი პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების ჩამოშლა საშულაო რგოლიდან დაიწყება.
“ვხედავ აქ ბზარს, რომელიც გაჩნდება და გადატეხავს სისტემას და შეცვლის რეალობას“, – თქვა მარგველაშვილმა.
”ასეთი ტიპის მზაობა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ივანიშვილი ამ პროცესში მარტოა, მას არ გააჩნია გუნდი პოლიტიკოსების, რომლებიც პოლიტიკაზე იფიქრებდნენ. ის მარტოა და მისი ბედიც, შესაძლოა, მარტო გადაწყდეს. მეორე მომენტი შემდეგშია- მე არ მგონია, რომ ივანიშვილს აქვს უკან დასახევი, შესაბამისად, სანქცია იქნება თუ რამე სახის ზემოქმედება, ვფიქრობ, ბევრი აქვს დასაკარგი პუტინთან, ვიდრე შესაძლებლობებსა და სანქციებთან მიმართებაში. მე ვვარაუდობ, რომ ხელისუფლების ჩამოშლა დაიწყება საშუალო რგოლიდან, ვხედავ აქ ბზარს, რომელიც გაჩნდება და გადატეხავს სისტემას და შეცვლის რეალობას” – განაცხადა მარგველაშვილმა.