საქართველო, საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება და სანქცირებული რუსი ოლიგარქების თავშესაფარი ხდება. ვლადმიერ ევტუშენკოვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მართულ ქვეყანაში, ევროპული სანქციებისგან თავის არიდებას მიხეილ ფრიდმანიც ცდილობს.
“მთავარმა არხმა” რუსი მილიარდერის კომპანიის თანამშრომლების შიდა მიმოწერა მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ ფრიდმანის ერთ-ერთი კომპანია საქართველოში გადმოსვლასა და საქმიანობის აქ გაგრძელებას გეგმავს.
მიხეილ ფრიდმანისთვის დაწესებულმა სანქციებმა საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანია “ბორჯომი” უკვე გააჩერა, ახლა კი სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა კომპანია “ანა მანის” პროგრამისტები საქართველოში ჩამოიყვანა და მათი დიდი ნაწილი თბილისში დააბინავა.