ვისი დავალებით და რა მიზნით გამოაქვეყნეს პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა – უპასუხოდ დატოვებული სკანდალური აღიარება

ვისი დავალებით და რა მიზნით გამოაქვეყნეს პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა – ამბავი, რომელმაც მთელი ქვეყნა აალაპარაკა, ამ დრომდე პასუხგაუცემელია. 3 დღიანი დუმილი საპატრიარქომ წუხელ დაარღვია. პატრიარქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრია ჯაღამიძემ დაადასტურა, რომ პატრიარქის ვიდეომილოცვა, რომელიც 31 დეკემბერს 12 საათზე გავრცელდა მონტაჟი იყო. ფრაზები რომლითაც ეკლესიის მესაჭე საზოგადოებას მიმართავდა სხვადასხვა წლებში გავრცელებული ვიდეოდან ამოიღეს დაამონტაჟეს და სამთავრობო მედიიებს გაავრცელებინეს.

როგორ გრძნობს თავს პატრიარქი და იყო თუ არა შესაძლებელი, მრევლისთვის ახალი წელი მონტაჟის გარეშეც მიელოცა?-მაღალი იერარქების ნაწილი, რომლებმაც უწმინდესი დღეს მოინახულეს, ამბობს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს, იმდენად რომ გალობაც კი შეუძლია.

საპატრიარქოში დატრიალებულ დიდ გაუგებრობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. დუმს მოსაყდრე შიოც, რომელიც პატრიარქის შემდეგ ეკლესიაში პროცესებს მართავს და მის გარეშე გადაწყვეტილებასაც არავინ იღებს. თეოლოგების ნაწილი დარწმუნებულია რომ სკანდალი საპატრიარქოში ოცნების რეჟიმმა სწორედ შიო მუჯირის ხელით დაატრიალა.

საპატრიაროქში აგორებულმა ახალმა სკანდალმა თეოლოგებს გაუმყარა ეჭვი, რომ ბრძოლა მხარეებს შორის გავლენებისთვის კიდევ უფრო გაღრმავდა და დაპირისპირებული ჯგუფები პატრიარქის სახელით მანიპულირებას ცდილობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share