როგორც პუტინი ამტკიცებს, სირიაშიც “მსგავსი პროვოკაციები” მზადდებოდა, როდესაც სირიაში ბაშარ ალ-ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.
“მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ფეიკია. ისეთივე ფეიკია როგორც ბუჩაში”, – თქვა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო პირებს.
მას შემდეგ, რაც კიევის ოლქიში ქალაქი ბუჩა რუსებისგან გათავისუფლდა, აქ ასობით სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი სარდაფში, ხელშეკრული იყო და ტყვიები ზურგიდან ჰქონდათ ნასროლი. რუსები ხოცავენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.