ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი მისი ეკლესიიდან განკვეთა იქნება. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე მის მიერ პატრიარქის მიმართ ბრალდება საეკლესიო სასამართლოს ფორმატში უნდა გაგრძელდეს.
2019 წლის 31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ამის შემდეგ მაშინ ჯერ კიდევ ჭყინდიდელმა მიტროპოლიტმა პატრიარქზე თქვა: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.”
“საქართველოს წმინდა სინოდის თავმჯდომარე თავისი უწმინდურობით შეუფერებია ამ თანამდებობისთვის. როგორც მოახდინა მან მიტროპოლიტ პეტრესთვის უკანონოდ სასჯელის დადება, ასევე მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ იქნეს მსჯელობა ამ საკითხზე და შემდეგ, ჩემს მიერ წაყენებულ ბრალდებას სინოდის სხდომაზე მიეცეს საეკლესიო სასამართლოს ფორმატში მსვლელობის გაგრძელება. ველოდები საკითხს, რომ ჩემი უკანონოდ დასჯა განხილულ იქნას სჯულის კანონის ფორმატში”, – აცხადებს ის.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, ილია II არ აქვს უფლება, რომ მართავდეს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეკლესიის წმინდა სინოდს მართავს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი პატრიარქი.
მისივე თქმით, 11 თებერვლის სხდომაზე სიდონი კიდევ ერთ საკითხად ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი ხელმძღვანელის, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას ჩანაცვლების საკითხს განიხილავს.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთ საკითხად აპირებენ ჭყონდიდის ეპარქიის ასევე უკანონოდ და უსამართლოდ დანიშნული დროებითი მმართველის უპრინციპო ეპისკოპოსის გრიგოლ კაციას ჩანაცვლებას სხვა ახალი კადრით”, – აცხადებს მეუფე პეტრე. გრიგოლ კაციამ ჭყონდიდის ეპარქიაში სწორედ პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.
დღეს, 8 თებერვალს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია აცხადებს, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენება იგეგმება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია II-ის ადგილას მისი თანამოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს დანიშვნა იგეგმება. რელიგიის ექსპერტთა ასოციაციას Facebook-ზე საპატრიარქოსთან საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის უფრო ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და გავრცელებულ განცხადებას ფანტაზია უწოდა.