ამ წუთებში ჩოხატაურის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას სოფელ სურების მოსახლეობა მართავს, ისინი ხეობაში ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას თხოვენ არ დაუშვას ჰესის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
“გურულები ბრძენი ხალხია. სადაც საჭირო იქნებ ყველგან გავმართავთ აქციას თუ არ მოგვისმენენ, თბილისშიც ჩავალთ. დღეს ტარდება ონლაინ სკოპინგი, ჯერ ერთი იქ სადაც ეს ხალხი ცხოვრობს ხეობაში, იქ არაა წვდომა ინტერნეტთან. მოწინააღმდეგეები ბევრნი ვართ, მომხრეები ცოტა. ვაპროტესტებთ და გვინდა არ დამახინჯდეს ჩვენი სურების ხეობა, არ მოექცეს მდინარე სუფსა მილებში და და ჰესების მშენებლობის მაგივრად ტურიზმი განვითარდეს ჩვენს ხეობაში.”- ამბობს გიორგი ტრაპაიძე სურებში საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, 17 თებერვალს ზემო სურებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის რწმუნებულმა, სოფლის კრებაზე მოიწვია სურებლები თემაზე-იყვნენ თუ არა ისინი თანახმა გადასცემოდა მიწის ფართობები კომპანია “სუფსა ენერჯის”49 წლის ვადით. 85 ადამიანმა უარი განაცხადა, ხელი მოაწერა. დღეს 14 საათზე კი ზემო სურებში “ბარამიძე ჰესის”პროექტის ონლაინ სკოპინგის განხილვა იგეგმება.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი.