გურიის მოამბე

იმედი მაქვს, რომ ეს მოსამართლე ძალიან მალე დაიკავებს ციხის კამერაში ადგილს – გორგილაძე

სინდისის პატიმრების ციხეში ჩატოვებამ სასამართლოში დიდი პროტესტსი გამოიწვია. დათო გორგილაძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე ქეტევან ჯაჭვაძე ამ გადაწყვეტილების მიღების გამო სულ მალე დაისჯება.

”ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოსამართლე ძალიან მალე დაიკავებს იმ ერთ-ერთ კამერაში ადგილს, რომელშიც ეს ტყვეები სხედან. მეტი რა უნდა ვთქვა,  არ ვიცი. ესენი ჩვეულებრივი მასხარები არიან, რომელთა ადგილი სასამართლოში უბრალოდ არ არის”,- ამბობს დათო გორგილაძე.

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.

აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share