„კრიმინალური სოჩიკი ჩართო“ – რა გარიგებას სთავაზობდა ივანიშვილი ბაჩიაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ? – სკანდალური ამბის დეტალები

ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდა –  სკანდალური ამბები დღევანდელ სასამართლო პროცესზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაახმაურა.

ივანიშვილმა წარმომადგენლის მეშვეობით გამომიგზავნა წერილი – ითხოვს დიდძალ კრიპტოვალუტას თავისუფლების სანაცვლოდ, კრიმინალური სოჩიკი ჩართო ივანიშვილმა – ეს პოლიტიკურად მოტივირებულია და გამოძალვაა.
ბოლომდე მივიყვან ამ ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოებში, რომ ამ რეჟიმის ყველა ჯალათი პასუხისგებაში მიეცეს”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ანმის შემდეგ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა “პირველებთან” დააზუსტა, რომ საუბარი იყო  5000 ბიტკოინზე, რომელიც ყოველ თვე უნდა გაზრიდილიყო.

5000 ბიტკოინის მოთხოვნა წინა შემოდგომას და ე.წ. კრიმინალური სოჩკი , რომ ყოველ თვეში ეს თანხა 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. მისი წარმომადგენელემა გამოუგზავნა ჩემს ადვოკატს წერილი. ის არიოს ჩვეულებრივი ივანიშვილსი წარმომადგენელი და არა მისი ადვოკატი.
რაც შეეხება სასამართლოს, ბაჩიაშვილი მოსამართლე გიორგი გელაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ უდანაშაულოა და ეს ყველაფერი მის დასჯას ისახავს მიზნად.

თქვენს წინაშე ვდგავარ სრულიად უდანაშულო ადამიანი, საერთოდ არ უნდა ვიმყოფებოდე ამ დარბაზში. ეს სასამართლო არ არის კანონიერებაზე დაფუძნებული – მიზნად ისახავს დასჯას და ფულის გამოძალვას იმისთვის, რომ ივანიშვილის ანტიდასავლური გზავნილები არ გავიზიარე. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება რაც დაამტკიცებს ივანიშვილის ბრალდებებს.გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share