ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ სასკოლო განათლების გარეშე თაობა ყველა პანდემიაზე უარესი იქნება, ამიტომ ის პედაგოგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ამასთან, იმუნოლოგი აღნიშნავს, რომ “აუცრელს 5X მეტი შანსი აქვს დაემართოს კოვიდი ვიდრე აცრილს!”
“აუცრელს 29X მეტი შანსი აქვს მოხვდეს კლინიკაში ვიდრე აცრილს! ციფრები არ ტყუიან!” – წერს სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვი.