„მე თუ ვდებ ფოტოს, როგორ ვკვებავ ცხოველს, იმიტო კი არა, რომ მე რა მაგარი ვარ, არამედ, იმიტომ, რომ მომბაძოს ყველამ, სიკეთე ხომ ადვილად გადეადება ადამიანებს“,- განუცხადა CNews-ს ბათუმელმა პედაგოგმა, თეონა ყურშუბაძემ, რომელიც 3 წელია, ბათუმში მისუფარ ცხოველებს ეხმარება – მკურნალობს, კვებავს და მათ ოჯახში გადაყვანას უზრუნველყოფს.
– თეო როდის და რატომ გაგიჩნდა სურვილი, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის მოგევლო?
– ჩვენს გვარში ცხოველები გენეტიკურად ყველას გვიყვარს და ეს სიყვარული ასაკის ზრდასთან ერთად გამიმძაფრდა. 6 წელი ძაღლი მყვადა, რომელსაც ჩემთან ერთად ეძინა – ბალიშზე თავს ერთად ვდებდით, სამწუხაროდ, მაშინ დამეღუპა, როცა ფეხმძიმედ ვიყავი – სასეირნოდ გავიყვანე, ამისხლტა და მანქანა დაეჯახა, შიშისგან გული გაუსკდა. მას შემდეგ მქონდა დეპრესია, სტრესი და ცხოველის შინ მოყვანის კატეგორიული წინააღმდეეგი ვიყავი, მაგრამ დავდიოდი და მიუსაფარ ცხოველებს ლუკმა-პურს ყოველთვის ვუნაწილებდი – ყველა ცხოველში ჩემს კოკის ვხედავდი.
ძალიან დიდი ხნის შემდგე, ჩემმა შვილმა მოიყვანე კნუტი და ზღურბლზე შემოსულ ცხოველს სახლიდან ვეღარ გავიდოდა. ასე დავიტოვეთ ჟღალი ფისო, „სიმბა“.
დაავადებულ ცხოველებზე ზრუნვა კი „სიმბას“ ავადმყოფობამ განაპირობა – ჩემს თავს პირობა მივეცი, ოღონდ „სიმბა“ გამოჯანმრთელდეს და მიუსაფარ ცხოველებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა ექნებათ, აუცილებლად დავეხმარები-თქო. მოკლედ, ბიძგი მომცა „სიმბამ“. ამის შედმეგ გამიჩნდა იდეა, რომ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი შემექმნა და ის ადამიანები, რომლებიც ცხოველებს ეხმარებიან, რეალურეად გამეცნო.
– ასეთი ადამიანი ბევრი აღმოჩნდა?
– დიახ, საკმაოდ ბევრი. ჯგუფი ნელ-ნელა გაიზარდა და დღეს უკვე 7 500 წევრი ჰყავს.
– ყველა აქტიურობს?
– შეიძლება, ყველა არ აქტიურობს, მაგრამ 20% აქტიურადაა ჩართული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
– თეო, მხოლოდ ცხოველთა გამოკვებითა და მკურნალობით არ შემოიფარგლები, არა?
– დიახ, ჩვენი ინტერესი გაიზარდა, რომ მხოლოდ გამოკვებითა და მკურნალობით არ შემოვფარგლულიყავით, არამედ, გაგვეჩუქებინა და საზღვარგარეთაც გაგვეგზავნა ცხოველები.
– თეო, მასწავლებელი ხარ და მოსწავლეებთანაც ხომ არ დაიწყე მიუსაფარ ცხოველთა მოვლის პროპაგანდა?
– რა თქმა უნდა, გადავწყიტე ჩემი გზავნილები მხოლოდ სოციალური ქსელით არ ყოფილიყო, არამედ, დავიწყე ჩემს მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა აქტივობა. იყო შემთხვევები, როცა ბავშვები მწერდნენ, მას. ძაღლი ცუდადაა და იქნებ წამალი გქონდეთო.
მოკლედ, ვცდილობთ, რომ ხავსივით მოვედოთ ყველაფერს და უფრო ბევრმა ადამაინმა გაიგოს და ბევრი პატარა იყოს ჩართული ამ კეთილ საქმეში.
– ჯგუფში ყველაფერს ასაჯაროებ – როგორ კვებავ ცხოველებს, რა წამალს ასმევ, რამდენი გადაიხადე… რატომ?
– მე თუ ვდებ ფოტოს, როგორ ვკვებავ ცხოველს, იმიტო კი არა, აი, რა მაგრი ვარ-მეთქი, არამედ იმიტომ, რომ მომბაძოს ყველამ, სიკეთე ხომ ადვილად გადეადება ადამიანებს. შეიძლება, ვერ გამოკვებოს, ვერ დაეხმაროს, მაგრამ როცა გაუვლის მიუსფარ ცხოველს, არაფერი დაუშავოს, ფეხი არ დაარტყას.
– ყველაფერ ამას სამსახურს როგორ უთავსებ?
– მერე რა, რომ ვმუშაობ? ბებიაჩემი ვენერას არ იყოს „ნენა, საქმე საქმეში უნდა გამოიყვანოო“. ზუსტად ასე გამომდის, ტურისტებსაც მოვემსახურე და ცხოველიც დავაპურე, წამალიც მივეცი.
– რა ნიშნავს შენთვის მადლიერი ცხოველის თვალები?
– იცი, ეს როგორი ადრენალინია?! არის დღეები, როცა ვერ მოვიცალე, ვერ გავედი და ვერ ვნახე ჩემი ოფიციალურად მიკედლებული ცხოველები. ჰოდა, მიჩნდება დისკომფორტი და დანაშაულის შეგრძნება, აი, ეკლები მესობა. როცა მათთან ვერ მივიდვარ, ტანი შიგნიდან მჭამს, რომ ისინი უყურადღებოდ დავტოვე.
ისე, ჩვენი ძაღლები დაბუთქუნებულები დადიან, მოქალაქეები და ტურისტები მშიერს არ ტოვებენ, მაგრამ მე რომ ვერ გავიდვარ, ეს შინაგანად მჭამს.
– თეო, ზოგს მისუფარ ცხოველების მიმართ ანტიპათია აქვს. ამას რითი ხსნი?
– როდესაც ქვეყნაშ პანდემიამ იფეთქა, დაგვავალდებულა სახელმწიფომ, გამოიცა ბრძანება, რომ პირბადის გარეშე არ უნდა გვევლო და ყველანი ვემორჩილებოდით. ჯარიმდებოდა ყველა, ვინც პირბადის გარეშე იყო. 259-ე მუხლით, ცხოველის წამება დასჯადია, მაგრამ ამ მუხლით დასჯილი არავინ მინახავს.
– თუ არსებობს მუხლი, რატომ არავინ ისჯება?
– იმიტომ, რომ ისმის ფრაზები, ვაიმე, ახლა ძაღლის გამო ხომ არ გაწირავ? ძაღლია და კოჭლობით არ მოკვდებაო. სანამ ეს დამოკიდებულება იქნება და სახელმწიფოსგან არ წამოვა უშუალოდ კანონის დაპროექტება თუ შექმნა, მანამდე საზოგადოებას არაფერი ეშველება. თუ კანონი იქნება, ყველა მოერიდება, რომ ცხოველს ქვა ესროლოს.
– ბოლოს, რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდით გიდგანან?
– ძალიან დიდ მადლიერებას გამოვხატავ ამ ადამიანების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და იმ ნდობისთვის, რაც გამომიცხადეს, ეს უფრო მაძლიერებს და სტიმულს მაძლევს!
ზუკა ნემსაძე, CNews