თუშთაგან გურიას მოსვლა და რჩევა ვითარ იომონ ოსმალთა

1853-1854 წლებში გურიაში თურქებთან საომრად თუშები ჩამოსულან, გურიის მილიციის ექიმს გრიგოლ შაბუროვს ჩაუწერია, ამ მოვლენასთან დაკავშირებით ორი თუშური ლექსი – „თუშთაგანგურიასმოსვლადარჩევა, ვითარიომონოსმალთან“ და „სიმღერა ჩოლოქის სპასპეტსა ზედა“.

 

არამც დამძრახოთ ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია

ვაჟო სადა ვართ, ალვანზედ დიდად შორს არის გურია

მამწყურდა ღვინო კახური, დიაც ნამცხვარი პურია

და თქვენც ბრძანეთ ამხანაგნო, უნცროსთ დაგიგდოთ ყურია.

 

ძმაო შენ გახსოვს წითელი, გაქვს სიყმაწვილის ზნეობა,

აქ მოდით შევიკრიბენით, გვმართებს საქმისა რჩეობა,

ბიჭად ყოველნი მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა,

და სახელი დაგვრჩეს გურიას თუშებთა ქმნესო მხნეობა.

 

ომის დრო არის ვაჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია,

სადილი ვჭამოთ ადექით, ყველამ დავჩარხოთ ხმალია

ვინც უკან დარჩეს ამხანაგს იყოს ახმეტის ქალია

და თუ მოკვდეს ქვაზედ დავსწეროთ: სიცოცხლით იყო მფრთხალია.

 

ვაჟო რას ამბობ მეწყინა დიცთ წესია რიდება,

ქალის ლეჩაქიც დავხურე ვის ომი არა უნდება.

კაცი გავგზავნოთ სარდალთან, ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,

და თუ არ გვაჩხუბებ თათართან თუშნი აქ რაღას გინდება.

 

ვინცა გავგაზავნეთ მოვიდა, სარდალმა გაიცინაო,

ებრძანა: ჩემო თუშებო ხვალ ნახოთ მტერთა ბინაო.

მეორეს დილით ივანე ჯართა გაუძღვა წინაო,

და ულვაშის გრეხით თამამად საკვირვლად მოილხინაო.

 

ბატონო ჭირიც მოგჭამეთ თუშთა ცხენები მალია

მოწინავეთა გვიბრძანეთ გავცურავთ საცა წყალია

შორით მოვსულვართ რიგია პირველი გაცნობისაო

თუ ვარგა შენი თუშები ან მათი გორდა ხმალია.

 

ვითხოვთ პირველად მივიდეთ, ეს არი ჩვენი თხოვანი

შენი ვართ ალვან თუშები კაზმულ იარაღოვანი

თუში თუ უკან მოკვდება ვისგან ეღირსოს გლოვანი,

და მკუადარსაც დაგვძრახავს მესამძღვრე ფშავნი, ხევსურნი დ წოვანი.

 

მივიდეთ ანდრონიკოვთან ყველამ დავუკრათ თავიო,

მეხათ დავეცეთ თათართა დღე დავაყენოთ ავიო,

მყრალთა დიაცთა ოსმალთა ბევრთა ჩავაცვათ შავიო,

და სხვათა მდინართი მათ სისხლი ვჰყოთ ერთად შენართავიო

 

გამოსალმებით დავკოცნოთ დღე არის საომარია,

რაზმით მიმართოთ ერთიან საცა, რომ ურდო ჯარია,

ცეცხლათ გავუნდეთ შუაში, ავტეხოთ სისხლის ღვარია

და ვაჟკაცად ვინცა მოკვდება, ღმერთო აცხონე მკვდარია.

 

ილუსტრაცია – თუში მოლაშქრე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share