ხმაური იყო დღეს სურებში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამ მაღალმთიან დასახლებაში ადგილობრივები სოფლის საერთო კრებაზე შეიკრიბნენ
სურებელები კომპანია „სუფსა ენერჯის“ წინადადებაზე მსჯელობდნენ, კომპანია სახელმწიფოსაგან ზემო სურებში 11 ჰექტარ მიწას ითხოვს მდინარე ბარამიძის წყალზე (სუფსის შენაკადი) ჰიდრო ელექტროსადგურის მშენებლობისათვის
სუფსა ენერჯის ინიციატივას მხარს უმნიშვნელო ნაწილი უჭერს, სუფსის ზემო ხეობის – სოფლები დიდივანი, სურები, შუა სურები და ტობახჩო – მოსახლეობის უმრავლესობა მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია.
უმრავლესობა მიიჩნევს რომ ხეობაში ჰესის მშენებლობა უდიდესი დარტყმა იქნება სუფსის ეკოსისტენმისათვის და სოფლებს ადამიანებისაგან საბოლოოდ დაცლის.
მომხრეები კი ამბობენ რომ ჰესის მშენებლობა სოფელში ინფრასტრუქტურას განავითარებს და სამუშაო ადგილებს შექმნის
მათ შორის დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში ხმამაღალ დაპირისპირებაში გადადიოდა,
საბოლოოდ სუფსა ენერჯის წარმომადგენლობამ საერტო კრება დატოვა სოფელმა კი გურიის გუბერრნატორს განცხადებიტ მიმარტა რომ კომპანია სუფსა ენერჯის უარი ეთქვა 11 ჰექტარი მიწის 49 წლიანი იჯარით გადაცემაზე
მთავართან საუბარში ადგილობრივები არ მალავენ რომ ჰესის მშენებლობას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ და ყველა შესაძლებლობებით წინ აღუდგებიან
ვრცლად რამდენიმე წუთში