მეორე მხარეს არის 1 ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც დასაკარგი, დანარჩენები კი არიან შემსრულებლები, მორჩილი ადამიანები- ამის შესახებ მსახიობმა და რეჟისორმა, არჩილ ჩიქობავამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ არ იცის ვის ებრძვის, რადგან მოხლოდ იმათ ელაპარაკებიან, ვინც ჩანან.
“ამათთან ლაპარაკი კი არაფერს ცვლის, რადგან ისინი შემსრულებლები არიან“, – ამბობს ჩიქობავა.
”ძალიან ბევრი გვინახავს და გაგვივლია, ბევრი ტკივილი და ფაქტებია ჩვენს ისტორიაში. პოლიტიკურ ტვინს როცა ვამბობთ, მეორე მხარეს პოლიტიკოსებს უნდა ვხედავდეთ, თუმც დღეს ასე არ არის, აქ არის 1 ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაც დასაკარგი, დანარჩენები კი არიან შემსრულებლები, მორჩილი ადამიანები. ჩვენ იმასაც ვერ წარმოვიდგენთ, რაზე ფიქრობს ის ადამიანი და რისი დაკარგვის ეშინია. ჩვენ არ ვიცით რა ხდება იქით, ადამიანი, რომელიც არის დახურულ კარს მიღმა, მე ფანტომასს ვეძახი, ამ შემთხვევაში. არ ვიცით ვის ვებრძვით და ველაპარაკებით, ვინც ჩანან, ამათთან ლაპარაკი კი არაფერს ცვლის, რადგან ისინი შემსრულებლები არიან. ამათ იმის უნარიც აქ აქვთ რამე ახსნან, განმარტონ“, – განაცხადა ჩიქობავამ.