სტრასბურგში დღეს PACE-ს კომიტეტის რეზოლუციას უყრიან კენჭს – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

“ქართული ოცნებისთვის” გადამწყვეტი საათების ათვლა დაიწყო. დღეს სტრაბურგში, სესიაზე ივანიშვილის რეჟიმის წინააღდმეგ რეზოლუციას უყრიან კენჭს. დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში წერია, რომ ევროსაბჭო “ოცნებას” ახალი არჩევნების დანიშვნაზე მუშაობის დასაწყებად და ყველა პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად სამთვიან ვადას აძლევს. თუ ეს დოკუმენტი დღეს დამტკიცდა, რეჟიმი მძიმე მდგომაროებაში აღმოჩნდება, რადგან საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და მისი მოთხოვნების შერულება სავალდებულოა.

სტრასბურგში მყოფი პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ აღნიშნული ქართველი ხალხის დამსახურებაა.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის ტექსტი, რაც არსებობს უკვე, ძალიან ნათლად გასაზღვრავს, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაციას არ უნდა მიენიჭოს სრული აკრედიტაცია. უნდა მიენიჭოს შეზღუდული დროით და შეზღუდული მანდატით აკრედიტაცია და კონკრეტული მოთხოვნების შესრულება არის დაწესებული როგორც პირობა იმისთვის, რომ ეს შეზღუდული მანდატიც არ გაუქმდეს, რომ ეს ჩანაწერები იქნება დამტკიცებული უკვე პლენარული სხდომის მიერ. თქვენ იცით, რომ მოთხოვნებში არის მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამით კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირი, ევროსაბჭო, მთელი დასავლეთი დღეს დგას ქართველი ხალხის გვერდზე, – ამბობს “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

აღნიშნულ რეზოლუციას დიდ მიღწევად აფასებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავაც.

მათ მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ აპრილამდე უფლებამოსილება ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი, სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, – ამბობს ბოკუჩავა. 

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიოძე ამბობს, რომ დოკუმენტში ცვლილება არ იგეგმება და დიდი ალბათობით, დოკუმენტი იმ სახით იქნება მიღებული, რა სახითაც გამოქვეყნდა.

ჩვენ გვქონდა ამ რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ კომუნიკაცია ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან სწორედ ამ საკითხზე, არსებობს თუ არა რაიმე მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე პრინციპულად შეიცვალოს დოკუმენტში და ეს მოლოდინი არ არსებობს, ამიტომ, ძალიან მაღალი ალბათობით, ეს დოკუმენტი მიღებული იქნება იმ სახით, რა სახითაც გამოქვეყნდა, – ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ევროსაბჭომ აღნიშნული დოკუემნტი დაამტკიცოს.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გვქონდეს პოზიციის, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და აუცილებლად ერთიანი ძალისხმევით გავიმარჯვებთ. ასე რომ, ველოდებით საბოლოო შედეგებს, რომელიც დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი, – ამბობს გიორგი ვაშაძე.  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share