საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში მოწამვლასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტი უდავდოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან პუტინი საქართველოს ხელისუფლებასაც აკონტროლებს და კონტროლის დონე მისთვისაც კი მოულოდნელი იყო.
“ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა. რა თქმა უნდა, უპირველესად, ეს მომგებიანი იყო პუტინისთვის, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. მოწამვლა მოხდა „ციხის საავადმყოფოში“ იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაული იყო, რომ არ მოვკვდი. გარდა იმისა, რომ მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა. თუ დაკავების დროს ჩემი წონა იყო დაახლოებით 120 კგ, ახლა უკვე 72 კგ.”– ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე დაიკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი. მან პროცესზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი. ამერიკელი ტოქსიკოლოგის ვარაუდით იგი კლინიკა “ვივამედში'” გადაყვანამდეა მოწამლული. დევიდ სმიტის შეფასებით ამ მეტალებმა, შესაძლოა, ინვალიდობა და სიკვდილი გამოიწვიოს.