“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს დემოკრატიის მამას, მიხეილ სააკაშვილს, სიცოცხლე შევუნარჩუნოთ” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელო “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს.
მისივე თქმით, ხელისუფლება “სასამართლო პროცესებს სპეციალურად აჭიანურებს, რაც ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაძლებს მიხეილ სააკაშვილი”.