ფეხბურთის მეფე პელე გარდაიცვალა

ფეხბურთის მეფე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის ებრძოდა კიბოს, ასევე ჰქონდა თირკმელებისა და გულის პრობლემები.

ცნობისთვის, პელემ ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქვეყნის კლუბ Bauru-ში დაიწყო. ამის შემდეგ კი 1956-1974 წლებში Santos-ის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 636 მატჩი ითამაშა და 618 გოლის გატანა შეძლო. პელეს საფეხბურთო კარიერის მომდევნო ეტაპი New York Cosmos-ს უკავშირდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ამ კლუბის ღირსება 64 შეხვედრაში დაიცვა და მისი მაისურით 37 გოლი გაიტანა.

ბრაზილიის ნაკრებში პელე 1957-1971 წლებში თამაშობდა. სანაკრებო კარიერაში მის ანგარიშზე 92 მატჩში 77 გოლია. აქვე გეტყვით, რომ პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სამჯერ მოგება შეძლო – 1958, 1962 და 1970 წელს.

აღსანიშნავია, რომ 1995-1998 წლებში პელე ბრაზილიის სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share