არავინ უცემიათ – ასეთია თავმჯდომარე კობახიძის შეფასება დავით ბერძენიშვილისა და ხათუნა სამნიძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე:
ჯერ ერთი არავინ არ უცემიათ, ეს ერთი; თუკი ვინმე შეეცდება ეროვნულ იდენტობაზე მიიტანოს შეტევა, ამას რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან გაეცემა პასუხი და დღეს გაეცა – თქვა კობახიძემ და ჟურნალისტის შეკითხვით წყობიდან გამოსულმა, ახლა უკვე მედიის წარმომადგენელს მიმართა აგრესიით და მიუთითა: “კულტურულად მოიქეცი, უკულტუროდ იქცევი, ადეკვატური კითხვები დასვი” თქვა კობახიძემ.
“ოცნების” თავმჯდომარისა და მისი პარტიელების ახალი სამიზნეები დღეს ძმები ბერძენიშვილები გახდნენ.
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებს მოძალადე ჰომოფობები გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაესხნენ თავს.