ცოტა ხნის წინ, ,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, პარტიიდან წასული გრიგოლ ვაშაძე ევროკავშირის საელჩოში მივიდა.
ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ თანამდებობა და პარტია 2020 წლის 16 დეკემბერს დატოვა.