“თუ ის წიხლებს ურტყამს, ესეც ჩაარტყამს”… | ანზორ ჩუბინიძე ხარებას ძალადობაზე

რას მეუბნებით კაცო – ასე პასუხობს სდსს-ს უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ჟურნალისტებს ხარებას ძალადობრივ ქმედებებსა და აქციის მონაწილეების გინებაზე ხმის გამაძლიერებლიდან. ჩუბინიძე ხარაზიშვილს ასე ამართლებს: “ეხლა, თუ ის [აქციის მონაწილე] წიხლებს ურტყამს, ესეც ჩაარტყამს”.

კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა პასუხი ხარებამ? ჩუბინიძე ამბობს – “მაგისთვის არის სპეციალური ინსტიტუტები და ისინი შეაფასებენ ამ ყველაფერს”, სამაგიეროდ, სდსს-ს უფროსი დამნაშავეს უწოდებს მზია ამაღლობელს:  “მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული და უნდა აგოს პასუხი” – ამბობს ჩუბინიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share