ბესო ქათამაძე – ბედის უკუღმართობამ და ისტორიის ჩარხის ტრიალმა მრავალი აჭარელი ოჯახი მუჰაჯირად აქცია

ჩვენი გვარის ღირსეული კაცი, თემურ ქათამაძე, 36 დღეა შიმშილობს.
ბედის უკუღმართობამ და ისტორიის ჩარხის ტრიალმა მრავალი აჭარელი ოჯახი მუჰაჯირად აქცია, მათ შორის თემურის წინაპრებიც, რომლებიც თურქეთში გადაიხვეწნენ. მაგრამ გენი თავისას შვება – არაერთი ადამიანი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაბრუნდა და ცდილობს საქართველოს სამსახურში დადგომასა და მოქალაქეობის აღდგენას, ისევე როგორც ბატონი თემური.
ამ დროს, ვიღაც უწიგნურმა, თავში ავარდნილმა აზალგაზრდამ იგი დააკავა და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკურადაც იძალადა. ეს შედეგია იმ უხეში უცოდინრობისა, როცა არ იცი საქართველოს ისტორია, არ იცი აჭარელი კაცის გაჭირვება, რომელთა ნაწილიც მუჰაჯირობისას დაატოვა სამშობლოს. ასეთი მოქცევა დაუშვებელია, მით უმეტეს, პოლიციის მხრიდან.
იმ ბედუკუღმართობის დროს, რომ არა გურიაში, ჩოხატაურის მხარეში, თავად ერისთავების მიერ 1868 წელს ზოტის გაყიდვა, ჩვენი წინაპრებიც მუჰაჯირობაში წავიდოდნენ. მადლობა ერისთავებს გაბედული ნაბიჯისთვის და მადლობა გურიას.
გამძლეობა და თავისუფლება მედროშე, სამაყო ქართველს – თემურ ქათამაძეს!
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი – ბესო ქათამაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share