საქართველო ეპიდემიოლოგიური აფეთქების პირასაა, ქვეყანა პიკურ მდგომარეობაშია

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მაისის ბოლომდე – მომდევო ორი კვირის განმავლობაში სპეციალისტების პროგნოზით გარდაუვალი იქნება.

მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მხოლოდ ბოლო 5 დღეში კორონავირუსს საქართველოში 116 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პროფესორი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ ის ლეტალური მაჩვენებელი რაც ახლაა საქართველოში აუცილებლად საყურადღებოა.

“მზარდია ლეტალობის მაჩვენებელი და ეს განსაკუთრებით საყურადღებოა. მით უფრო, როდესაც შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა,”-აღნიშნა ბულეიშვილმა.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად დაიცვან თავი და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share