ბახვი ჰესმა მთისპირის თემში მაცხოვრებელ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები მიუტანა

„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ.
                                      ემოციურად დატვირთული იყო 27 თებერვალი 
მთისპირის თემში მცხოვრებ ადამიანებს, მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს დავეხმარეთ პროდუქტებით და აუცილებელი წამლებით. მათ შორის, ერთი ონკოპაციენტიც იყო.
… მძიმე დღეები გამოიარეს – თოვლი, უშუქობა, სიცივე, გაურკვევლობა, მილეული სანთლები, წამლები, პროდუქტები …
❗️❗️❗️ მადლობა, ჩვენს Maia Chavleshvili -ს, რომელიც თავადაც გაუვალი თოვლით გარშემორტყმულ სახლშია, ხან ტელეფონი უჯდება და ხან სანთელი უქრება, მაინც ახერხებს და 24 საათის განმავლობაში ყველა მთისპირელთან მუდმუვად ხაზზეა. ზუსტად იცის, ვინ სად ცხოვრობს, ვის როგორ უჭირს და ვისთვის რა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სახლში ვერ გაჩერდა და ბიჭებთან ერთად არიგებდა პროდუქტებს და ეფერებოდა მოხუცებს თუ ბავშვებს. ძალიან თბილი და კეთილი მაიკო გვყავს ჩვენ 
❗️❗️❗️ მადლობა, ჩვენს ბიჭებს Bacho Gogelia Kakhi Menabde Giorgi Asatiani კარლო ძნელაძე, რომლებმაც, როგორც კი გაიგეს, დახმარება გვჭირდებოდა, მოხალისეებად დაგვიდგნენ გვერდით. ბაჩო, კახი და გიორგი ოზურგეთიდან დაირაზმნენ, კარლო ჩოხატაურიდან გამოფრინდა დასახმარებლად 
❗️❗️❗️ მადლობა, ჩვენს მთისპირელ თანამშრომლებს დათო მეკეიძეს, გივი ჩხიკვაძეს და ერეკლე ართმელიძეს, მათი დახმარების გარეშე ძალიან გართულდებოდა მისია. ერთია სიების გაკეთება, პროდუქტების ყიდვა, მერე ამ გზებით სოფელში ჩატანა და მეორე, ჭიშკრიდან სახლისკენ მიმავალი მონაკვეთის დაფარვა გაუვალ თოვლში 
⚡️დღეს ნაწილთან ვიყავით.
⚡️ხვალ დილიდან მეორე ნაწილს ვესტუმრებით.
ერთად ყველაფერს შევძლებთ 
აქვე, მადლობა ჩვენს დირექტორს Giorgi Abramishvili ტექნიკურ დირექტორს Achiko Dzneladze და ESG მენეჯერს დავით კობერიძეს. გაუჩენელს გაგიჩენენ. ბულდოზერი გინდა? ხალხი გჭირდება? გზების გასუფთავება უკანავაში? ვანისქედში? მთისპირში?
ასე, გუნდურად ყველაფერი კარგად გამოდის. მთავარია თანაგრძნობა არ დავკარგოთ და ემპათია. გაცემულ სიკეთეს კი, ერთი ისეთი თვისება აქვს, აუცილებლად აზვირთებული ტალღასავით ბრუნდება უკან და ჯერ გულში, მერე კი, მთელ სხეულში გეღვრება თბილ, დადებით ემოციად და ისე გავსებს, ისე გაბედნიერებს, გაფიქრებინებს ფრთები შემასხეს და გავფრინდებიო 
… ეს გრძნობა არაფერს შეედრება, ისეთი გადასარევია 
სწორედ ასეთი დღე გვქონდა დღეს და მე კი, ისე მინდოდა მთისპირში ყოფნა _წერს „ბახვი ჰესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნიცა ჩოლოყაშვილი სოციალურ ქსელში
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share