“13 წელია, რაც ჩემი შვილი დაიღუპა. ყოველდღე დავდიოდი მის საფლავზე. ბოლო ორი დღეა ვერ მივედი, რადგან ძლიერი წვიმები იყო.
ადრეც მხვდებოდა პატარ-პატარა რაღაცეები წაღებული საფლავიდან, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ახლა მთლიანად მოხსნილი აქვთ საფლავზე ალუმინის ჭიშკარი და ღობე-უთხრა “გურიის მოამბეს” შინდისის გმირის, რუსლან წულაძის დედამ.
მისი თქმით, მომხდარის გამო, ის პოლიციას თავად დაუკავშირდა და დაკითხვაზეც იმყოფებოდა, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, მეორე დღეა მას არავინ აღარ დაკავშირებია.
“გუშინ ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე. მითხრეს- ხვალ დაგირეკავთო, მაგრამ ჯერ არაფერი ინფორმაცია ჩემთვის არ მოუწოდებიათ”-გვითხრა ქალბატონმა, ლიდია ინგინამ.
ცნობისთვის, ლანჩხუთის სოფელ ქვიანში, შინდისის გმირის, რუსლან წულაძის საფლავი გაძარცვეს, საიდანაც მოხსნილია ალუმინის მასალები.