საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ყველაფერი ერთ დიდი ტრაგედიად არის გადაქცეული – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, რომელსაც “ვივა მედიდან” დისტაციურად ჩაერთო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში მაფიოზური კლანია გაბატონებული, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები არ ანაღავლებს და მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება.
მისი თქით, დღეს სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელიც ასევე რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.
საქართველოში არ არსებობს სასამართლო, საქართველო გადააქციეს ერთ დიდ შოუდ, რომელსაც ჰქვია სასამართლო. ყველა ამბები იწყება და და მთავრდება, პოლიტიკური მსხვერპლი ვინ ჰყავს ამ სისტემას, ვინ მიიყვანეს, ვინ დაადანაშაულეს უდანაშაულოდ, ვინ დაამწყვდიეს ციხეში და მთელი ქვეყანა გადაქცეულია, მე არ მინდა, ვთქვა ცირკად, იმიტომ, რომ სასაცილო აქ არაფერია, ერთ დიდ ტრაგედიად.
საქართველოში გაბატონებულია ე.წ. ხელისუფლება, სინამდვილეში, მაფიოზური კლანი, რომელსაც არა მხოლოდ არანაირი ემპათია არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, არამედ ძალიან სძულს ეს მოქალაქეები, ძალიან სძულს თავისი ქვეყანა და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა გაანადგუროს.
ჩვენ კარგად გვესმის, რა საქმე იხილება დღეს აქ. დღეს იხილება საქმე, რომელიც არის, რეალურად, იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს ჩამოაშორა ხელისუფლებას პატრიოტული მთავრობა და მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა.
ჰიბრიდული ომია ის, რომ ყველაფერი გააბანძონ, ყველაფერი ტალახში ათრიონ. ხალხს უთხრან, რომ არაფრის ღირსები არ არიან, უუნარო, უნიჭო, მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ, ყველაფერი რაც მაშინ ხდებოდა არ იყო ის დიდი წარმატებები, რასაც მსოფლიო აღიარებდა. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებია.
ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში, უამრავი სხვა სახელმწიფო მოღვაწე. ჩვენ ვიყავით ხელის გულზე სატარებელი, სანიმუშო მთელი მსოფლიოსთვის. ეს უნდათ რომ დაავიწყონ და ჩაანაცვლონ მეხსიერების ჩიპი ათასგვარი სისულელით. უნდა გვესმოდეს რომ ჰიბრიდული ომი არ არის ახალი, კარგად მახსოვს პრეზიდენტ გამსახურდიას რომ წაუყენეს ბრალად „მერსედესები“ იყიდა, ლომები და ვეფხვები ჰყავდა ვოლიერში დამწყვდეულიო. მაშინაც რუსული ხელწერა იყო, იგივე ხალხი, ხაინდრავა იყო მათი პროპაგანდისტი, ახლაც ისაა. დაემატა და გაზარდეს,- თქვა სააკაშვილმა პროცესზე.
6 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს საქმის განხილვა ფინალშია. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა იმართება. 11 წლიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე ვერდიქტის გამოსაცხადებლად უნდა გავიდეს.