ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო სპორტული სანქცია დაუწესა და შავი ქამარი ჩამოართვა.
“გაეუქმოს 2013 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინისთვის მინიჭებული მე-9 დანის საპატიო შავი ქამარი”. – აღნიშნულია განცხადებაში.
მსოფლიო ტაეკვონდომ აღნიშნა, რომ გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ტაეკვონდოს პრინციპს “მშვიდობა უფრო ღირებულია, ვიდრე ტრიუმფი”, ასევე არღვევს “პატივისცემისა და შემწყნარებლობის პრინციპებს”.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის სოლიდარობის ნიშნად, მსოფლიო ტაეკვონდოს შეჯიბრებებზე აიკრძალება რუსეთისა და ბელარუსის ბანერებისა და ჰიმნების გამოყენება და ამ ქვეყნებში ტაეკვონდოს შეჯიბრებები არ იქნება აღიარებული.
ასევე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო, ვლადიმირ პუტინს ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსს უჩერებს. გადაწყვეტილება ასევე ეხება პუტინის ფედერაციის ელჩის სტატუსს.