ათასობით ადამიანი გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად. ქვეყანა მეხუთე დღეა, რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას იგერიებს.

1.ქალი სახეზე ხელოვნური სისხლით მეხიკოში, რუსეთის საელჩოს წინ. 26 თებერვალი.

2.დემონსტრანტი თავის რუსულ პასპორტს წვავს ისრაელში, თელ-ავივში, რუსეთის საელჩოს წინ. 24 თებერვალი.

3

4.25 თებერვალს ბერლინში დემონსტრანტები მოითხოვენ, რუსეთი გარიცხულ იქნეს საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-იდან. აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსეთის ბანკების ნაწილს შეუწყვიტონ SWIFT-ზე წვდომა.

5.დემონსტრაცია გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში. 26 თებერვალი.

6.ხალხი ანტისაომარ საპროტესტო აქციაზე რუსეთის საელჩოსთან კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. 26 თებერვალი.

7.რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო დემონსტრაცია შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. 26 თებერვალი.

8.პრაღაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტელად. 27 თებერვალი.

9.საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოს წინ მეხიკოში. 26 თებერვალი.

10.ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან მეხიკოში. 26 თებერვალი.

11.ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში. 26 თებერვალი.

12.საპროტესტო აქცია ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში. ლოზუნგზე წერია: “რუსეთო, შეაჩერეთ პუტინი”. 26 თებერვალი.

13.საპროტესტო გამოსვლა რუსეთის საელჩოსთან სამხრეთ კორეის დელაქალაქ სეულში. 27 თებერვალი.

14.დემონსტრაცია ტოკიოში. 26 თებერვალი.

15.უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაცია რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში. 26 თებერვალი.

16.ომის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლანაში. 25 თებერვალი.

17.რომში 25 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს უჭირავს სურათი, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერის სახით არის წარმოდგენილი.

18.დემონსტრანტს უჭირავს პლაკატი წარწერით “დიდება უკრაინას. არგენტინა, ბუენოს-აირესი, 25 თებერვალი.

19.საპროტესტო დემონსტრაცია ბუდაპეშტში. 26 თებერვალი.

20.მტირალი ქალი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ დემონსტრაციაზე. 26 თებერვალი.
წყარო: რადიო თავისუფლება