აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს27 მარტს განიხილავს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ კონგრესის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
“კანონპროექტის სენატის ვერსია ამ კვირის დასაწყისში წარადგინეს. ის მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ დააწესოს სანქციები “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ”, – წერს ჟურნალისტი.
მოსმენა 11 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიდო. კანონპროექტს 18 ხელმომწერი ჰყავს.