ქსკ “ლანჩხუთი” საქართველოს ქალთა ლიგის 2023 წლის სეზონის გამარჯვებულია.
დღეს, გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიის სტადიონზე ქსკ ,,ლანჩხუთსა” და თბილისის ,,კვარტალს” შორის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა.
თამაში ფრედ 2: 2 დასრულდა და მატჩის შემდგომ საქართველოს ჩემპიონის ქსკ ,,ლანჩხუთის” დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია ესწრებოდნენ.
მათ ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცეს, ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს.