რაც მოხდა ყველამ კარგად ვნახეთ და ამის მოლოდინი გვქონდა კიდეც – ნაციონალური მოძრაობა ბათუმში, შუალედური არჩევნები შეაფასა და კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მეთოდებზე, რომლითაც ოცნებამ “გამარჯვება გაიფორმა”
დაშინება, შანტაჟი, ზეწოლა და ხელების გადაგრეხა -აცხადებენ ენმ-ს ლიდერები და ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება და ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება დღევანდელი კანდიდატიც – მათე ფუტკარაძე.
ენმ-ს ლიდერებმა ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს.
შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციონერმა კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ 31%, ხოლო ოცნების კანდიდატმა ჯინჭარაძემ 69% აიღო.
საარჩევნო პროცესი ე.წ. ძველი ბიჭებისა და სიებიანი კოორდინატორების თანხლებით ჩატარდა.