საჯარო მოხელეები აგიტაციაში – “ოცნებამ” ბათუმის საარჩევნო უბანზე ოზურგეთის ვიცე-მერი გაგზავნა

ძველი ბიჭების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” რეგიონებიდან ბათუმში საჯარო მოხელეები გაგზავნა. სახელისფულებო პარტია მობილიზაციის უპრეცედენტო მასშტაბებზე გადავიდა.

ოზურგეთის ვიცე-მერი, გიორგი ღურჯუმელიძე “ტვ პირველის” კამერამ ბათუმში, 76-ე  საარჩევნო უბანთან დააფიქსირა. ღურჯუმელიძე ირწმუნება, რომ ის უბანთან შემთხვევით მოხვდა.

ბათუმში ვარ ქუჩაში ვდგავარ, რომც ვიყო საარჩევნო უბანზე ძალიან ვგულშემატკივრობ ბატონ რამაზს და დარწმუნებული ვარ ღირსეულად გაიმარჯვებს“, – ამბობს ღურჯუმელიძე.

საჯარო მოხელეების გარდა უბნებთან იმყოფებიან ე.წ. ძველი ბიჭები. საარჩევნო უბნებს, ძველი ბიჭები, მაღალი თანამდებობის პირები და პოლიცია აკონტროლებენ.  ისინი ამომრჩევლის მისვლას აღრიცხავენ და ამ გზით სავარაუდოდ, მათზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share