ანატოლი ჩუბაისმა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი და რუსეთი დატოვა

ანატოლი ჩუბაისმა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა.

ინფორმაციას ადასტურებს რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ი.

ამას გარდა, Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩუბაისმა რუსეთიც დატოვა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში მაღალჩინოსნამა თანამდებობა დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share