ლანტიელი ადამიანი

ლანტიელი ადამიანი

ლანტიელი ადამიანი

ლანტიელი ადამიანი / ლანტიელი ამართული ადამიანი / ჰომო ერექტუს ლანტიენზისი / ლანტიელი ჰომო ერექტუსი (Lantian Man / Homo erectus lantiensis) არის ამართული ადამიანის ანუ ჰომო ერექტუსის ქვესახეობა, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1963 წელს პირველად სოფელ ჩენჩიავოში და მეორე 1964 წელს სოფელ გონგვანგლინგში. ეს სოფლები მდებარეობს ლანტიანის ოლქში, ლოსის პლატოზე, ჩინეთში. დადგინდა, რომ პირველი აღმოჩენილი ინდივიდი ცხოვრობდა ჩინეთში 710, 000 – 684, 000 წლის წინანდელ პერიოდში, ხოლო მეორედ აღმოჩენილი ინდივიდი ცხოვრობდა 1, 65-1, 59 მილიონი წლის წინ. აქედან გამომდინარე ლანტიელი ადამიანი არის მეორე უძველესი სახეობა, რომელიც იქნა აღმოჩენილი აფრიკის მიღმა. აფრიკის გარეთ აღმოჩენილი უძველესი სახეობა არის ჰომო გეორგიკუსი. ჩინეთში აღმოჩენილი ზემოთხსენებული ნამარხები პირველად აღწერა ვუ ჯუ კანმა 1964 წელს, რომელმაც ლანტიელი ადამიანები პეკინელი ადამიანის წინაპრად მიიჩნია.

ლანტიელი ადამიანი

ლანტიელ ადამიანებს, პეკინელი ადამიანების მსგავსად ჰქონდათ წარბების გამოკვეთილი ქედი, უკანდახეული შუბლი, თავის ქალა აბსოლუტური ზომით პატარა ჰქონდა. მათი კბილები შედარებით დიდი ზომის იყო, ვიდრე სხვა აზიური ჰომო ერექტუსები. გონგვანგლინგში აღმოჩენილი თავის ქალას ტვინის მოცულობა არის 780 კუბური სმ. ასეთივე ზომის იყო მისი თანამედროვე აფრიკელი ადამიანების ტვინის მოცულობა (ჰაბილისი, რუდოლფელი, ერგასტერი – მათი ტვინის მოცულობა მერყეობდა 600-900 კუბური სანტიმეტრის ფარგლებში), მაგრამ ბევრად უფრო მცირე, ვიდრე გვიანდელი პერიოდის აზიელი ჰომო ერექტუსების (1000 კუბური სმ) და თანამედროვე ადამიანების ტვინის მოცულობა (კაცები საშუალოდ 1270 და ქალებში 1130 კუბური სმ). ლანტიელი ადამიანები ბინადრობდნენ ცინლინგის მთების ძირში მდებარე მდელოებზე. ამზადებდნენ ქვის იარაღებს აშელის ინდუსტრიის ტიპით. როგორც ჩანს ამ ტერიტორიებზე აშელის ინდუსტრია გაგრძელდა უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე აფრიკის და დასავლეთ ევრაზიის ტერიტორიაზე. 2014 წლის მონაცემებით ჩინეთის ამ ნაწილში, ჩეჩიავოსა და გონგვანგლინგის მიდამოებში უკვე აღმოჩენილი იყო ქვის იარაღების დამამზადებელი 27 არქეოლოგიური ადგილი, სადაც ლანტიელი ადამიანები სახლობდნენ. 2018 წელს ჟუმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს 2.1 მილიონი წლის წინანდელი ქვის იარაღები შანცენის უბანზე, რაც აფრიკის გარეთ ადამიანთა ბინადრობის ჯერჯერობით უძველესი მტკიცებულებაა.

ლანტიელი ადამიანი

წყარო: Lantian Man – Wikipedia;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share