„რუსული სამხედრო გემების ადგილი აფხაზეთში არ არის“ – „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა სოხუმის ქუჩებში. საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს რუსული ხომალდების წინააღმდეგ, ადგილობრივი ოპოზიცია კი რუსული ბაზების, ქონებისა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემის გამო აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს, რადგან ფიქრობენ რომ ისინი აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებზე არ ზრუნავენ.