რატომ გვინდა ევროპა? რისთვის გვინდა იმ ოჯახში დაბრუნდება, სადაც არის ჩვენი ადგილი, სადაც არის სიმართლე და სამართლიანობა. მაგრამ, სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, თუ ასეთი რამ მოხდა, სადაც შავზე თეთრს გეტყვიან, სადაც დაუსაბუთებელი და სიცრუეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება, სადაც კასტილიან ადამიანსა და მეგისა ქარდავას დემოკრატიის მამებად მოიხსენიებენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და გვარამიას მედიის მეტრად, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ იმიტომ არ გვინდა, თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი სახეზე ააფარონ მოსახლეობას, ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა ის ევროპული ღირებულებები, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ თქვა იმ რეზოლუციაში სამარცხვინოდ ჩაწერილ სააკაშვილზე, რომ დიახ, ეს არის დანაშაულის ვერტიკალში მყოფი.