ესენი ზვიადის და მერაბის სისხლზე მოვიდნენ და დღეს ქართველ ხალხს სისხლს სწოვენ, რუსებთან ერთად-ირაკლი კაკაბაძე

ესენი ზვიადის და მერაბის სისხლზე მოვიდნენ და დღეს ქართველ ხალხს სისხლს სწოვენ, რუსებთან ერთად-ამის შესახებ მწერალმა, ირაკლი კაკაბაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, იმის ბგრალია, რომ „ღმერთი დავივიწყეთ და მატერიალიზმი გავაღმერთეთ“.

“ადრე სხვა ღირებულებები იყო, რომლებიც დავმარხეთ და ჩვენ ჩვენი უზნეო ცხოვრებით ეს მოვიტანეთ“,- განაცხადა კაკაბაძემ.

”35 წელია, ხალხი ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ მათი ძახილი სრულიად მიტოვებულია, აი, იმ ნაგავი ქართული ელიტის მიერ, რომელიც დღესაც თხვლეფს ბიძინას სალაფავიდან და არა მარტო ბიძინას, არამედ ყველა მდიდრის სალაფავიდან, რომლებიც ნაბიჭვრებიან არიან და ზვიადის და მერაბის სისხლზე მოვიდნენ. დღეს აზიან და ქართველ ხალხს სისხლს სწოვენ, რუსებთან ერთად. მარტო დღეს და გუშინ კი არა, 1992 წლის შემდეგ, ჩვენ ღმერთი დავივიწყეთ და გავამეფეთ მატერიალიზმი, და ჩვენში სიმდიდრეა წარმატება. ადრე ზვიად გამსახურდია მდიდარ კაცს მანქანაში არ ჩაუჯდებოდა და არც მერაბ კოსტავა. სიმდიდრე სირცხვილი იყო. ადრე სხვა ღირებულებები იყო, რომლებიც დავმარხეთ და ჩვენ ჩვენი უზნეო ცხოვრებით ეს მოვიტანეთ” – განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share