საქართველოს მესამე პრეზიდენტს კვლავ ზოგადი სისუსტე და დაღლილობა აღენიშნება, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებული არაა. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ საღამოს გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
“პრეზიდენტი ძალიან სუსტადაა, მე ვიტყოდი, რომ უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე 2 დღის წინ, როცა ვიყავი ბოლოს. უკეთესად არ არის, ასე რომ, მოველით, რომ ეს კომისია, რომელიც შექმნა სახალხო დამცველმა, გასცემს პასუხს ბევრ კითხვას. კიდევ შეინიშნება ნევროვროლოგიური დეფიციტი”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა ოთარ თოიძემაც მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კოორდინაციის პრობლემა აქვს, უჭირს სწორ ხაზზე სიარული და სხვადასხვა პათოლოგიური ნიშნები აქვს.