ოცნება უკვე დიდი ხანია დაემსგავსა მითიურ არსებას, რომელიც საკუთარ ხორცს ჭამს – ერთმანეთს დაერია პოლიტიკური შემადგენლობა

”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ბუნებრივ პროცესს, რომელიც დასრულდება ხელისუფლების ჩამოშლით საბოლოო ჯამში. ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია დაემსგავსა მითიურ არსებას, რომელიც საკუთარ ხორცს ჭამს და ამით იკვებება და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

მმართველ გუნდში დაიწყო ის პროცესი, რაც ძალიან ბუნებრივად მოხდებოდა, ერთმანეთს დაერია პოლიტიკური შემადგენლობა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილის სახელით. ცხადია დაპირისპირება. ამ ხალხისგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი, ეს არის ის ხალხი, რომელიც ერთი წლის წინ გვიმტკიცებდა, რომ გახარიაზე უკეთესი კრიზისმენეჯერი მსოფლიოში არ არსებობს და დღეს რას არ აბრალებენ ყოფილ თანაგუნდელს. შიდა დაპირისპირებაა და ამ დაპირისპირების შემდეგ ძალიან მწვავე გაგრძელება გვინახავს”.

ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პალიტრანიუსის ეთერში ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share